მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი და ამჟამად “ფლამენგოს” ბრაზილიელი მარცხენა მცველი, ფილიპე ლუისი აცხადებს, რომ ლეო მესისთვის მაისური არასდროს უთხოვია.
“მესის შესაჩერებლად ყოველთვის ხისტად ვთამაშობდი, თუმცა ამაში არასდროს მადანაშაულებდა.
არგენტინელის ფეხბურთი ძალიან მხიბლავს. თუმცა, მისთვის მაისური არასდროს მითხოვია, რადგან მოედანზე მოსაგებად გავდივარ და არა სათქმელად, რომ -“მესის წინააღმდეგ ვითამაშე”.
უკეთესია, “ლა პულგას” ხილვით დავტკბეთ, რადგან არ ვიცით, მისნაირ ფეხბურთელს რა დროის გასვლის შემდეგ აღმოვაჩენთ. ლეო “ოქროს ბურთებს” მუდმივად უნდა იგებდეს”, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Marca.
ბრაზილიელი მცველი “როხიბლანკოში” 2010-2014 და 2015-2019 წლებში ასპარეზობდა, რის შემდეგაც მშობლიურ “ფლამანგოში” გადაბარგდა და ლიბერტადორესის თასიც მოიგო.




ვააა,ახლა შენ "უკვდავი" ფილიპე ხარ.
მართალია მაგრამ მაისურზე ინანებს
რაც შენ წინა სეზონში გაგიკეთა რა ნამუსით უნდა გეთხოვა მესისთვის მაისური 😂😂😂