“ბარსელონა ბ” შიდა ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში “ატლეტიკო ბალეარესს” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 2:1 დამარცხდა. დაფიქსირებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სხვაობა რეზერვისტებსა და “ალკოიანოს” შორის მხოლოდ 1 ქულაა.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” ზედიზედ სამი მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ მაინც სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან. კატალონიელებმა “ალკოიანოსა” (1:1) და “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ (0:2) ჩატარებულ შეხვედრებში ერთი ქულა მოიპოვეს.
დღევანდელ მატჩში, მთავარმა არბიტრმა გონსალეს ფრანკესმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 4 ფეხბურთელი გააფრთხილა. 88-ე წუთზე ფალიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
“ატლეტიკო ბალეარესი”: აულესტია, ვიჩი, ვალორი (დავიდ პრიეტო, 67′), მანუ, ესტებანი, ფულანა, მალიკი, კიკე (გუასპი, 70′), ხისკო (ხულიო დელგადო, 82′), ტეტე, ხურადო.
“ბარსელონა ბ”: სუარესი, პალენსია, ფალი, მარლონი, კუკურელა, სარსანედასი (პერეა, 85′), ჩემი, გუმბაუ (ნილი, 81′), ალენია, ალფარო, რომერა (მარკ კარდონა, 70′).
გოლები: 0:1 ესტებანი (საკუთარ კარში 24′), 1:1 ხურადო (51′), ხისკო 2:1 (79′).
მომდევნო მატჩი:
ეე რა
რა სეგუნდა, სეგუნდამდე 3 ეტაპი უკლიათ კიდევ, ესენი segund B: group 3-ში არიან, სეგუნდამდე კიდე გრუპ 2 და გრუპ 1-ია დარჩენილი!