პედრო როდრიგესმა ამ სეზონში თავისი პირველი გოლი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ნოემბრის დასაწყისში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ გაიტანა და მას შემდეგ ჩატარებულ რვა მატჩში რვა გოლი გაიტანა. კვირას “ლევანტეს” წინააღმდეგ პედრომ თავისი მაღალი დონე დაამტკიცა და გუნდს გამარჯვება თავისი ორი უმშვენიერესი გოლის წყალობით მოუტანა. პედრიტოს სულ ცოტა დააკლდა ჰეთრიკის შესრულებამდე. ესპანელმა ფეხბურთელა თავისი ანგარიში “ხეტაფესთან” გახსნა, შემდეგ “ალმერიასთანაც” გაიბრწყინა. ასევე როდრიგესმა გოლი მადრიდის “რეალსაც” შეუგდო და შემდეგ “ოსასუნას” კარის დარაჯიც დაამწუხრა. ბოლო ორ ლა ლიგის მატჩში პედრომ 4 გოლი გაიტანა. ორი “ესპანიოლთან” და ორიც კვირას “ლევანტეს” წინააღმდეგ. “ესპანიოლის” წინაღმდეგ პედრომ ერთი კონტრ შეტევის საშუალებით გაიტანა, ხოლო მეორე კამენის მოგერიებულ ბურთთან პირველი აღმოჩნდა და გოლიც შეაგდო.

რვა გოლი ლა ლიგის რვა მატჩში
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


