მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალს” ისკოს “ბარსელონაში” გაშვება არ სურს

“რეალს” ისკოს “ბარსელონაში” გაშვება არ სურს

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “რეალის” 24 წლის ნახევარმცველით, ისკო ალარკონითაა დაინტერესებული, თუმცა მადრიდელები ამით უკმაყოფილონი არიან.

Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონაში” ისკოც ანდრეს ინიესტას შემცვლელად განიხილავენ. ფეხბურთელი “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლიევბას არ აპირებს და მზადააა სხვა გუნდების წინადადებები განიხილოს.

“რეალს” არ სურს, რომ ისკო “ბარსელონაში” გაყიდოს, ან თუნდაც, გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს, ამიტომ მადრიდელები შეეცდებიან, ეს არ მოხდეს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 24 წლის ესპანელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში