“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რონალდინიო, რომელიც კატალონიურ კლუბში ელჩის სტატუსით დაბრუნდა, კლუბის მუზეუმს თავის ოქროს ბურთს გადასცემს.
ამის შესახებ, 36 წლის ბრაზილიელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, იტყობინება “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალური ვებ-გვერდი.
რონალდინიომ ოქროს ბურთი “ბარსელონაში” ასპარეზობისას, 2005 წელს მოიპოვა, რომელიც იმ მომენტისთვის ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემოდა.




