მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბილბაო” “კამპ ნოუზე” ვერ იგებს

“ბილბაო” “კამპ ნოუზე” ვერ იგებს

დღეს “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” ბილბაოს “ატლეტიკს” მიიღებს და კატალონიური გუნდი შეეცდება, რომ მოგებათა სერია გააგრძელოს.

ლა ლიგის ეგიდით, “კამპ ნოუზე” ამ გუნდებს შორის გამართულ 12 მატჩში გამარჯვებულები “ბარსელონას” ფეხბურთელები აღმოჩნდნენ, ბასკებს კატალონიაში თამაში უჭირთ.

ლა ლიგის მატჩში “ბილბაომ” “კამპ ნოუზე” ბოლოს 2013 წლის 2 დეკემბერს მოიგო, ბასკებმა იმ დღეს მუნიაინის გოლით მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. ამის შემდეგ კატალონიის დედაქალაქში 14 მატჩი გაიმართა, საიდანაც 12 “ბარსელონამ” მოიგო, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში