მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ატლეტიკო“ – „ბარსელონა“: მატჩის მიმოხილვა

„ატლეტიკო“ – „ბარსელონა“: მატჩის მიმოხილვა

“ბარსელონამ”, “ვისენტე კალდერონზე” გამარჯვებით, დიდი ნაბიჯი გადადგა ფინიალისკენ. მათ 2-1 მოიგეს და ასევე, 2 გოლი გაიტანეს გასვლაზე, რაც დიდი უპირატესობაა.

პირველივე ტაიმში მოახერხა “ბარსელონამ” ორი გოლის გატანა. ავტორები მესი და სუარესი გახდნენ.

დიეგო სიმეონეს გუნდს ბოლო ხანებში “ბარსელონასთან” თამაშის დროს, დიდი წარმატებები ჰქონდა, როცა ის კონტრ-შეტევას იყენებდა. მაგრამ, უცაბედად, ჩოლო სიმეონეს გუნდმა პირველი ტაიმის მე-7 წუთზე, კონტრშეტევა აქეთ მიიღო საკუთარ კართან, როცა სუარესმა სოლო-გოლი გაიტანა.

თავის გამოჩენა მესიმაც მოახერხა. “ატლეტიკოს” საჯარიმოს სიახლოვეს, მესიმ საოცრად დაარტყა და მიგელ ანხელ მოას შანსი არ დაუტოვა.

“ატლეტიკომ” გაიბრძოლა, ანტუან გრიზმანმა სტანდარტული მდგომარეობიდან გოლის გატანა მოახერხა.

ლუის ენრიკეს გუნდს აკლდა ბუსკეტსი და ინიესტა. ასტურიელმა სპეციალისტმა ეს დანაკლისი გომეშითა და მასკერანოთი შეავსო.

სწორედ ამ უკანასკნელის კარგი მოქმედება გახდა საწყისი საგოლე შეტევისა, როცა სუარესმა ბრწყინვალედ მოატყუა მცველი და მიგელ ანხელ მოიას თავისგან მარცხენა კუთხეში გაუტანა.

“ბარსელონამ” საწყის წუთებში, კინაღამ მეორე გოლიც გაიტანა – ნეიმარი კარგად შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა კარგი და მოიას პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი.

მომენტი “ბარსელონას” ისევ შეექმნა – სუარესმა და ნეიმარმა გაითამაშეს კომნინაცია, მაგრამ ამ უკანასკნელმა ცუდად იმოქმედა.

მესიმ კი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოახერხა გოლის გატანა – არგენტინელმა მარცხენა ფეხით, შორეულ კუთხეში ბრწყინვალედ დაარტყა.

პირიველი რეალური შანსი “ატლეტიკოსაც” მიეცა, ოღონდ მეორე ტაიმში: კოკე-ტორესის კომბინაცია ამ უკანასკნელის მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლით დამთავრდა, მაგრამ ესპანელს ხორდი ალბა აღუდგა წინ.

გოლი “ატლეტიკომ” სტანდარტულიდან გაიტანა. ჯარიმიდან საჯარიმო მოედნის მისადგომებთან დაკიდა ბურთი კოკემ, იქ დიდეგო გოდინი წესების დარღვევით აღმოჩნდა თავისუფლად, მან ჩაუგდო ბურთი გრიზმანს, რომელმაც გოლი გაიტანა.

გრიზმანს შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მაგრამ ფილიპე ლუისის პასი შემდეგ, მისი დარტყმა სილესენმა მოიგერია.

მომდევნო მომენტი “ატლეტიკოს” კართან შეიქმნა: მესიმ ჯარიმა შეასრულა,  ბურთი მაღლა წავიდა, მაგრამ ძელის და მოიას თითების დახმარებით ის დაბლა ჩამოეშვა.

ასეთი უხვმომენტიანი გამოდგა მატჩი, დაველოდოთ, ესპანეთის თასის მეორე ნახევარფინალურ თამაშს.

სტატისტიკა:

მთლიანი მატჩი:

პირველი ტაიმი:

მეორე ტაიმი:

ვიდეო მიმოხილვა

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • KoCheQsa
    schedule 03 თებ 2017, 19:57

    კამპ ნოუზე არ უნდა დავინდოთ