“ბარსელონას” ასტურიელმა დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ გუნდის არგენტინელი ლიდერის, ლეო მესის მადრიდის “ატლეტიკოსთან” თამაში შეაფასა.
“ლეო მესი მსოფლიოში ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას. ჩემი აზრით, არგენტინელი ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა.
მნიშვნელოვან მატჩებში მესი თავს კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობს. რთულ მეტოქეებთან მესი უბრალოდ შეუდარებელია.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



