Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კორინთიანსის” 17 წლის თავდამსხმელმა, კაიო ემერსონმა “ბარსელონასა” და “ევერტონის” ყურადღება მიიპყრო. სამხრეთ ამერიკაში ფორვარდს პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევენ.
წყაროს თანახმად, ინგლისური კლუბი ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 250 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდისთვის მზადაა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” ტონი გალახერით დაინტერესდა.