გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე არბიტრთა მუშაობით შეწუხებულია. მადრიდული კლუბი ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
Don Balon-ის თანახმად, მადრიდელთა დამრიგებელს აწუხებს ის, რომ ბოლო დროს არბიტრებმა “ბარსელონას” მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებში რამდენიმე ძალიან უხეში შეცდომა დაუშვეს, რამაც “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ზიანი მიაყენა.
სიმეონე მიიჩნევს, რომ ეს მსაჯებს მომავალ მატჩებში “ბარსელონას” მიმართ ლმობიერებისკენ უბიძგებს.




მადრისისტების გარდა ეგ ყველას აწუხებს
მასე არ მოხდება დიეგო მაგის ნუ შეგეშინდება.მაგ ლოგიკით მსაჯები აქამდეც ბევრჯერ უნდა დახმარებოდნენ ბარსელონას ,წინა მატჩებში დაშVებული აუარება შეცდომების გამო,მარა უარესს აკეთებენ.
რაც შეეხება ატლეტიკოსთან მატჩს,ინიესტას და ბუსკეცის გარეშე ნახევარდაცვა გუნდს არ ყავს,ატლეტიკოსთან კი მაგის გარეშე თუ ძაან არ გაგიმართლა ვერ მოიგებ,ჩემი აზრით ბარსამ იმაზე უფრო უნდა იზრუნოს რო არ წააგოს ვიდრე იმაზე რო მოიგოს,მარა რათქმაუნდა ბოლომდე იბრძოლებენ
ლოგიკური კია :დ