მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “კარგია, რომ მოთამაშეებს ჩინეთში წასვლა და ფულის გამომუშავება შეუძლიათ”

ენრიკე: “კარგია, რომ მოთამაშეებს ჩინეთში წასვლა და ფულის გამომუშავება შეუძლიათ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე პრობლემას ვერ ხედავს ჩინეთის ჩემპიონატის მზარდ პოპულარობაში, სადაც ევროპული ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი გადაბარგდა.

“კარგია, რომ მოთამაშეებს ჩინეთში წასვლა და ფულის გამომუშავება შეუძლიათ. ასეთი რამ ყველა პროფესიაში ხდება. ჟურნალისტებიც ეძებენ შედარებით მომგებიან სამუშაოს, წასვლის შემდეგ კი ფეხბურთელებისგან განსხვავებით მათ მოღალატეებად არ მოიხსენიებენ.

წავალ თუ არა ჩინეთში? არ ვიცი. ისიც კი არ ვიცი, რა მოხდება ერთი კვირის შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ მომავალ სეზონზე.”-ციტირებს ენრიკეს ESPN FC.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში