დღეს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურში, ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “ბეტისი” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სტადიონ “ბენიტო ვილიამარინზე” თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი ესპანელი ალეხანდრო ერნანდესი იქნება.
ხვალინდელი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, დენისი, თურანი, სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, მატიე.
სათასო დაპირისპირების გამოტოვების შემდეგ, განაცხადს დაუბრუნდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელმაც ჟორდი მასიპი ჩაანაცვლა. განაცხადში სხვა ცვლილება არაა. ტრავმის გამო მოედანზე გასვლა კვლავ არ შეუძლიათ ინიესტას, ბუსკეტსსა და რაფინიას.
“ბეტისს” ბრასანაჩი, გუტიერესი და ხოაკინი დააკლდებიან.
სატურნირო ცხრილში “ბარსელონა” მე-3 ადგილს იკავებს. ლუის ენრიკეს კოლექტივი “სევილიასა” და მადრიდის “რეალს” ჩამორჩება, შესაბამისად გამარჯვება აუცილებელია. ბოლოს, “ბეტისმა” კატალონიური კლუბის დამარცხება 2011 წლის 20 იანვარს, საშინაო არენაზე მოახერხა (3:1).
ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესი და ლუის სუარესი ლიდერობენ. თითოეულმა მათგანმა მიმდინარე გათამაშებაში მეტოქის კარის აღება 15-ჯერ მოახერხა. საშუალო დონის გუნდთან გასამართი მატჩი “ბარსელონას” თავდამსხმელებისთვის მოწინავე პოზიციის გამყარების იდეალური შესაძლებლობაა.

“ბარსელონას” მიერ ჩატარებული უკანასკნელი მატჩი შთამბეჭდავი გამოდგა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა “კამპ ნოუზე” “სოსიედადი” დაამარცხეს (5:2) და ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდებიან.
უნდა აღინიშნოს დენის სუარესის გამოსვლა, რომელმაც ბასკების კარში დუბლი გაიფორმა. ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველის გარდა თავის გამოჩენა ლიონელ მესიმ, სუარესმა და არდა თურანმა მოახერხეს.
ლუის ენრიკე მატჩის წინ:

“ჩემთვის მხოლოდ “ბეტისთან” მატჩია მნიშვნელოვანი. სამი ქულა გვჭირდება, მათი მოპოვების შემდეგ კი ლიდერთა შეცდომას დაველოდებით. გვიხარია, რომ წინ ბევრი შეხვედრა გველის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ყოველდღე ვპროგრესირებთ.”

სავარაუდო შემადგენლობები




