“ბარსელონა ბ” შიდა ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში “ალკოიანოს” დაუპირისპირდა. “მინიესტადიზე” გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. დაფიქსირებული ფრე იმას ნიშნავს, რომ რეზერვისტები სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე არიან.
შეხვედრის პირველ ნახევარში ხოსე სუარესმა გუნდი ორჯერ გადაარჩინა. მან სტუმართა შემტევს, ნავაროს ანგარიშის გახსნის უფლება არ მისცა. მიუხედავად ამისა მატჩის 52-ე წუთზე დავიდ ტორესის გოლის წყალობით “ალკოიანო” წინ გავიდა.
შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა და თითქოს “ბარსელონა ბ” მარცხს შეეგუა. მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე გუმბაუმ სტანდარტული სიტუაციიდან შესანიშნავად დაარტყა. მან ბანუსს შანსი არ დაუტოვა, გატანილი გოლით კი თავის გუნდს პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ ქულა მოუტანა.
“ბარსა ბ”: სუარესი, პალენსია, მოისესი, ფალი, ბორხა ლოპესი (ჩემი, 61′), ალენია, კაპტუმი (მუხიკა, 61′), გუმბაუ, დანი რომერა, პერეა (კარბონელი, 83), ალფარო.
“ალკოიანო”: ბანუსი, ჯონი, ხოსე (ლოპესი 72′), მარიანო (ბარედა, 78′), ფუენტესი, დავიდ ტორესი, ალვარო, რუსო, მირანდა, გატო, ნავარო.
შემდეგი მატჩი: 05/02/2017 “ბალეარესი” – “ბარსელონა ბ”
chemi azrit arc coutinio da tiago argvinda la masias unda mixedon dzan bevri fexburtelebi yavs jobia daawinauron eseni
საღოლ გუმბაუ
es kaptumi rit ver daawinaures ra ,seriozuli bichia dzAAN