“ბარსელონას” ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის თქმით, ის ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს გუნდზე დახმარებას და სურს, რომ ხალხმა ჩავი ერნანდესს აღარ შეადაროს. ხორვატი ნახევარმცველი საკუთარ თავს ექსკაპიტნის შემცვლელად არასდროს მიიჩნევდა.
“ჩავის შემცვლელი არ არსებობს. არ მინდა ვინმეს შემადარონ. უბრალოდ გუნდზე დახმარება მსურს. არ მაქვს მესის დრიბლინგი, სუარესის გოლის ალღო, ინიესტას გადაცემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ “ბარსელონას” წარმატებაში წვლილი შემაქვს.
უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მსურს, მაგრამ ეს ლუის ენრიკემ უნდა გადაწყვიტოს. ერთადერთი რაც შემიძლია არის ის, რომ დავამტკიცო, თუ რამდენად ვჭირდები გუნდს. უნდა ვაჩვენო მწვრთნელს, რომ ჩემზე ნდობა შეუძლია.
თუ მოედანზე გამოსვლის შანსი არ მომეცემა, ენრიკემ უნდა იცოდეს, რომ 100%-ით მზად ვარ.”-ამბობს რაკიტიჩი.


