“ბარსელონამ” ესპანეთის თასის ნახევარფინალურ მატჩამდე, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, სოლიდური გაძლიერება მიიღო.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ანდრეს ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი აღდგენითი პროცესის ბოლო სტადიაზე იმყოფებიან და შეძლებენ მადრიდში, “კალდერონზე”, “ბარსელონას” დაეხმარონ.
“ბარსელონა” პირველ მატჩს “ატლეტიკოსთან” 1 თებერვალს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ინიესტამ ტრავმა “რეალ სოსიედადთან” პრიმერას მატჩში მიიღო, ბუსკეტსმა კი “ეიბართან” მატჩში.



