რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის თასის 2016/17 წლების გათამაშების ნახევარფინალში “ბარსელონას” მეტოქე მადრიდის “ატლეტიკო” იქნება.
თამაშები 1/2 და 8/9 თებერვალს გაიმართება. პირველ შეხვედრას მადრიდი უმასპინძლებს, განმეორებითს კი – ბარსელონა.
ნახევარფინალის მე-2 წყვილში ერთმანეთს “სელტა” და “ალავესი” დაუპირისპირდებიან.