workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ლევანტესთან” გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა პრესასთან კომენტარები გააკეთეს სხვადასხვა თემებზე. მათ შორის მოედნის საფარის ხარისხზე, თამაშის სირთულეზე, და გუნდის ნახევარმცველის ისტორიულ დღეზე.
დანი ალვესი:
”მოედნის საფარი არ არის კარგ მდგომარეობაში, რაც აისახება თამაშის ხარისხზე. ვილიას ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა მოედნის მდგომარეობამ მას ხელი შეუშალა. კარგი იქნება, თუ საფარს მიხედავენ.”
პედრო:
”მიუხედავად იმისა, რომ მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაშია, ჩვენ ვიცით, რომ წუწუნის უფლება არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ მოედანს კარგ მდგომარეობაში მოიყვანენ”.
ინიესტა:
”რთულია, მოედანი იყოს ყოველთვის კარგ მდგომარეობაში, თუმცა ის პროფესიონალების ხელშია.”
”დრო იმდენად სწრაფად გადის, რომ მე არ მაქვს მომდევნო კვირაზე ფიქრის საშუალება. ”ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობის გარკვევამდე, მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს.”
”ყველა მატჩი რთულია. მიზანი იყო სამი ქულის მოპოვება.”
”ატლეტიკი” რთული მეტოქეა. ვნახოთ, შევძლებთ, თუ არა მომდევნო რაუნდში გადასვლას.”
ჩავი:
”ბარსაში” თამაში უდიდესი სიამოვნებაა, ხოლო გულშემატკივრების მიერ პატივისცემა კი ფასდაუდებელი.”
”მე შევეცდები გავაგრძელო თამაშებისა და ტიტულების მოგება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში