workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: “მალე ნეიმარი რონალდუსა და მესის დონეს მიაღწევს”

სკოლარი: “მალე ნეიმარი რონალდუსა და მესის დონეს მიაღწევს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში ნეიმარი, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეს მიაღწევს.

“რონალდუ და მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, მაგრამ მალე ნეიმარი მათ დონეს მიაღწევს. ბრაზილიელი ფორვარდი ერთ-ერთი ფენომენია, რომელთან მუშაობის ბედნიერება მქონდა. 

ნეიმარი “ოქროს ბურთს” მოიგებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ამ წლის ბოლოს მოხდება.”-განაცხადა სკოლარიმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward