“გუანჩჟოუ ევერგრანდის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რომელ ესპანურ გრანდს გაწვრთნიდა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.
“ესპანეთის ორი საუკეთესო კლუბისგან შემოთავაზება რომ მივიღო, მადრიდის “რეალს” ავირჩევ, რადგან “სამეფო კლუბის” თამაშის სტილი ჩემსას უფრო ემთხვევა, ვიდრე “ბარსელონასი.”-განაცხადა სკოლარიმ.