ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მატჩში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “ეიბარი” დაუპირისპირდნენ. სტადიონ “იპურუაზე” გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ლუის ენრიკეს კოლექტივმა პირველი წრე 41 ქულით მე-3 ადგილზე დაასრულა.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ს. რობერტო, უმტიტი, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, თურანი, მესი, სუარესი, ნეიმარი.
როგორც მოსალოდნელი იყო მოედანზე სტუმრები დომინირებდნენ. “ეიბარმა” მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა და შექმნილი მომენტების გამოყენება ვერ მოახერხა, რაც “ბარსელონას” დონის გუნდთან უპატიებელია.
დღევანდელ მატჩში სადებიუტო გოლის გატანა დენის სუარესმა მოახერხა, რომელმაც ყველაზე საჭირო მომენტში შორი დისტანციიდან მეტოქის კარი ძალიან ლამაზი დარტყმით აიღო. ახალგაზრდა ესპანელის წყალობით, “ბარსელონა” შესვენებაზე 1-ბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის 50-ე წუთზე ლიონელ მესისა და ლუის სუარესის კომბინაცია არგენტინელმა ფორვარდმა გოლით დააგვირგვინა და თავის კლუბს უკვე სოლიდური უპირატესობა მოუტანა.
ყველანარი ინტრიგა ურუგვაელმა თავდამსხმელმა გააქრო. პირისპირ დარჩენილმა სუარესმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა და სხვაობა სამამდე გაზარდა.
სუარესის გოლის შემდეგ თავად ლუისი და ლიონელ მესი აქტიურად ცდილობდნენ ნეიმარისთვის რეალური მომენტის შექმნას. რამდენიმეჯერ ბრაზილიელს არ გაუმართლა, რადგან ლაინსმენებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს.
საბოლოოდ ნეიმარმა 91-ე წუთზე გოლი მაინც გაიტანა და მატჩს წერტილი დაუსვა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა ძალიან დახვეწილი თამაშის წყალობით გაიმარჯვეს.
სამწუხაროდ ასეთ შესანიშნავ მატჩს დანაკარგის გარეშე არ ჩაუვლია. მე-10 წუთზე ენრიკემ იძულებითი ცვლილება განახორციელა. დაზიანებულმა სერხიო ბუსკეტსმა მოედანი დატოვა. დიაგნოზის თანახმად ნახევარმცველს მარჯვენა ფეხის მყესი აქვს დაჭიმული.
საბოლოო სტატისტიკა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=STf0BJTHbKY]
პირველი წრის შემდეგ, ბომბარდირთა დავა ასე გამოიყურება





