“უოტფორდის” ფეხბურთელმა, ადალბერტო პენიარანდამ, რომელიც ამჟამად იჯარის წესით “მალაგაში” თამაშობს, საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“კრიშტიანუ რონალდუ ბრწყინვალე მაგალითია იმ ფეხბურთელებისთვის, რომელთაც სურთ წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ არ აქვთ ტალანტი.
პორტუგალიელი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მე ნეიმარით უფრო ვარ დაინტერესებული,” – განაცხადა 19 წლის ვენესუელელმა.



