“ბარსელონას” ყოფლმა თავდამსხმელმა, რივალდომ ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიოს “ლივერპულიდან” კატალონიურ კლუბში სავარაუდო გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“მივიჩნევ, რომ კოუტინიო შესანიშნავი ფეხბურთელია. ფილიპე ნეიმარს კარგად იცნობს. ისინი მეგობრები არიან და ბოლომდე აჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს.
ჩემი აზრით, ტრანსფერი სავსებით რეალურია, რადგან “ბარსელონა” ყოველთვის საუკეთესოებს იზიდავდა, ასე არ არის?
თუ ტრანსფერი შედგება, ეს “ბარსელონასთვის” ძალიან კარგი იქნება, რადგან კოუტინიო კატალონიურს კლუბს სარგებელს მოუტანს.”-განაცხადა რივალდომ.



