workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სამპაოლის კანდიდატურას მესის გამო არ განიხილავს

“ბარსელონა” სამპაოლის კანდიდატურას მესის გამო არ განიხილავს

კატალონიის “ბარსელონა” “სევილიას” მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის კანდიდატურას არ განიხილავს, რომელიც ლუის ენრიკეს შემცვლელად მოიაზრება.

Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება ლიონელ მესის უკავშირდება, რომელსაც 56-წლის სპეციალისტის “ბარსელონას” სათავეში ხილვა სურს.

“ბლაუგრანას” პრეზიდენტ, ხოსეპ მარია ბართომეუს არ სურს, რომ გასახდელში არგენტინელის ავტორიტეტი გაიზარდოს და გაიმეოროს შეცდომა, რომელიც წარსულში დაუშვა, როცა კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხერარდო მარტინო, სწორედ ვიცე-კაპიტნის სურვილით დანიშნა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward