კატალონიის “ბარსელონას” ლიდერის ლიონელ მესის შექების გამო, მადრიდის “რეალის” ლეგენდარული მოთამაშე, რაულ გონსალესი “სამეფო კლუბის” გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს.
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალის” გულშემატკივრებს არ მოეწონათ რაულის კომენტარი, რომელიც მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა. ამან ესპანელი ფორვარდი კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ რაულ გონსალესს ლიონელ მესი საქებარი სიტყვებით არაერთხელ შეუმკია.



