მიგელი, ჩავი და პუიოლი

მიგელი, ჩავი და პუიოლი

კლუბმა ერთმანეთს მიგელი, ჩავი და პუიოლი შეახვედრა, როგორც 3 ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩის მქონე ფეხბურთელი “ბარსელონას” რიგებში. მიგელს 549 მატჩი აქვს, ჩავის 548, ხოლო პუიოლს 506.

ფეხბურთელებმა გაისაუბრეს ერთმანეთში, ასევე მისცეს მცირე ინტერვიუ “ბარსა ტვ”– ს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, რომლებიც “ბარსელონას” მუზეუმში დაიკავებს განკუთვნილ ადგილს. ჩავის დებიუტი 1998 წელს შედგა ლუის ვან გაალის “ბარსელონაში “მალიორკას” სტადიონზე (“ლუის სიტჟიარი”).

ჩავის აქვს ყველა ჯილდო, როგორც საკლუბო დონეზე ისე სანაკრებოზე. აქვს ასევე არაერთი აღიარება “ფიფას” მაღალჩინოსნების მიერ, მას მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ჯილდო არ აქვს მიღებული “ოქროს ბურთი”, ანუ წოდება საუკეთესო ფეხბურთელობისა, ძალიან დიდი შანსია ეს ჯილდო მან წელს მიიღოს “ფიფას” და “ფრანცფოოტბოლის” ვერსიით.

აქ კი გთავაზობთ ფეხბურთელთა ჩანმონათვალს, რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს “ბლაუგრანას” რიგებში:

Migueli : 549
Xavi: 548
Puyol: 506
Rexach: 449
Amor: 421
Zubizarreta: 410
Segarra: 402
Alexanko: 400
Rifé: 397
Asensi: 394

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია