მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბილბაო” – “ბარსელონა”: სტატისტიკა

“ბილბაო” – “ბარსელონა”: სტატისტიკა

“ბარსელონამ” 2017 წელი გეგმის მიხედვით ვერ დაიწყო და “ბილბაოსთან” ანგარიშით 2-1 დამარცხდა. გთავაზობთ ამ მატჩის სტატისტიკას.

ლეო მესის “ბილბაოს” წინააღმდეგ 20 გოლი აქვს გატანილი. “ბილბაო” არის მეექვსე გუნდი, რომელსაც არგენტინელმა 20 ან მეტი ბურთი გაუტანა ყველა ჩემპიონატში.

პასების რაოდენობის მხრივ, ლიდერები იყვნენ ბუსკეტსი (71) , ინიესტა (61) და პიკე (56). “ბარსამ” 505 გადაცემა შეასრულა, მეტოქემ კი – 209.

ეს მარცხი ლუის ენრიკესთვის, როგორც “ბლაუგრანას” მწვრთნელისთვის, პირველი იყო ესპანეთის თასის გათამაშებაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 17-ჯერ გაიმარჯვა, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და თასი 2-ჯერ მოიგო.

ბოლო 6 წლის განმავლობაში მხოლოდ “ატლეტიკომ” და “რეალმა” მოახერხეს ესპანეთის თასში კატალონიელთა დამარცხება.

ნეიმარის ანგარიშზე 6 დრიბლინგია, ხოლო მესის ანგარიშზე – 5.

ალბამ 8-ჯერ დაიბრუნა ბურთი.

სამიტიერისა (64) და კუბალას (49) შემდეგ მესი არის “ბარსელონას” მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის თასზე 40 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში