“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, “ბილბაოსთან” ესპანეთის თასზე წაგებული თამაშის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკა. კატალონიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მსაჯს, მასპინძელთა კარში, 2 თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.
“ჩემზე და ნეიმარზე პენალტი აშკარა იყო, თუმცა ჩვენ ვიცით, რატომ ხდება ასეთი რამ.
შედეგი არცთუ ცუდია. “ბილბაო” ძალიან მჭიდროდ თამაშობდა და წესების დარღვევას არ ერიდებოდა. ორრაუნდიანი დაპირისპირების გამარჯვებულის საკითხი კვლავ ღიაა. შევეცდებით, განმეორებითი თამაში მოვიგოთ და 1/4-ფინალში გავიდეთ.” – განაცხადა პიკემ.



