“ბარსელონა” ახალ წელს “ბილბაოსთან” გასამართი მატჩით დაიწყებს და თუ მეტოქეს ესპანეთის თასის გათამაშებიდან გამოთიშავს, მაშინ იანვრის კალენდარი კიდევ უფრო დატვირთული გახდება.
“სან მამესზე” თამაშის მერე “ბარსას” ელის ლა ლიგის მე-17 ტურის საგარეო შეხვედრა “ვილიარეალთან”, 11 იანვარს კი “კამპ ნოუზე” საპასუხო მატჩი ბასკური გუნდის წინააღმდეგ. 3 დღის შემდეგ კატალონიელები “ლას პალმასს” უმასპინძლებენ.
თუ “ბლაუგრანა” ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გავა, მაშინ 18 და 25 იანვარს მეოთხედფინალში მიიღებს მონაწილეობას. “ბარსა” ლა ლიგის ეგიდით 22 იანვარს სტუმრად “ეიბარს” დაუპირისპირდება, 29-ში “ბეტისს”.
თუ “ბარსელონა” ესპანეთის თასის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს, მაშინ 1 და 8 თებერვალს ფინალში სათამაშოდ იბრძოლებს, 4-ში კი ამჯერად ლა ლიგის შეხვედრას გამართავს “ბილბაოსთან”.


