კატალონიის “ბარსელონა” ყურადღებით აკვირდება ყოფილი ფეხბურთელის, ალეხანდრო გრიმალდოს განვითარებას, რომელიც “ლა მასიამ” აღზარდა. ის წარსულში “ბლაუგრანას” რეზერვისტთა კაპიტანი იყო, მაგრამ ძირითად გუნდში მოხვედრა ვერ მოახერხა.
ერთი წლის წინ გრიმალდო პორტუგალიურმა “ბენფიკამ” 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა, რადგან ალეხანდროს კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან იწურებოდა.
“ბარსელონას” გარდა გრიმალდოთი ტურინის “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებულნი. “ბენფიკას” დარწმუნება 21 წლის ფეხბურთელის გაშვებაში მარტივი არ იქნება, რადგან ალეხანდროს კონტრაქტი პორტუგალიურ კლუბთან 2021 წელს იწურება.



