2011 წლის პირველი გამოწვევა

2011 წლის პირველი გამოწვევა

კატალონიის “ბარსელონა” 2011 წლის პირველ შეხვედრას მესის, პუიოლისა და პიკეს გარეშე ჩაატარებს…

პეპ გვარდიოლამ არგენტინელ ვარსკვლავს, ლეო მესის დასვენების უფლება 2 იანვრამდე მისცა. ხერარდ პიკე კი მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, მაგრამ კარლეს პუიოლთან საქმე უფრო რთულადაა. გუნდის კაპიტანი ტრავმირებულია და მის მოშუშებას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

“ბარსა” მესის გარეშე ძალიან იშვიათად თამაშობს და ამიტომაც გვარდიოლა 2011 წლის პირველი შეხვედრისთვის გარკვეულ რისკზეც წავიდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ სეზონში არგენტინელი გუნდს სამჯერ ვერ დაეხმარა (“სპორტინგი”, “ატლეტიკი”, “სეუტა”), მაგრამ პეპის შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს.

კატალონიელმა ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ “კორნელია ელ პრატ”–ზე ქვეყნის ჩემპიონატში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შემდეგ თამაშს ავტომატურად ტოვებს. მის გარეშე გუნდს 6–ჯერ აქვს ნათამაშები. კატალონიელებმა პიკეს გარეშე “სეუტასთან” ორჯერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება, ასევე “ვილიარეალთან”, “რეალ სოსიედადთან” და “ალმერიასთან”. ერთადერთი მატჩი, რომელიც “ბარსამ” კატალონიელი ცენტრაული მცველის გარეშე წააგო არის “სანჩეს პისხუანზე” გამართული “სუპერ თასის” პირველი შეხვედრა.

წელს, “ბარსას” პუიოლთან ერთად ყველა თამაში აქვს მოგებული. იმ შეხვედრებიდან, რომელიც კაპიტანმა გააცდინა, 2–ში გუნდი დამარცხდა (“ერკულესი”, “სევილია”), ერთი მატჩი ფრედ დაასრულა (“მალიორკა”), ხოლო დანარჩენში გაიმარჯვა (“რასინგი”, “რუბინი”, “სეუტა” და “სევილია”).

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward