დონეცკის “შახტარის” მცველი, დარიო სრნა არაა დარწმუნებული, ღირს თუ არა მისთვის “ბარსელონაში” გადასვლა, იტყობინება Mundo Deportivo.
როგორც წყარო იტყობინება, ეჭვის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ “ბარსელონაში” დარიოს მნიშვნელოვნად დაბალ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე “შახტარში” აქვს. გარდა ამისა, ესპანეთში გადასახადები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინაში, რაც მის სუფთა მოგებას შემცირებისკენ მიიყვანს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები ახლოს არიან კონტრაქტის გაფორმებასთან, “შახტარი” კი მზად არის, რომ ფეხბურთელი უფასოდ გაუშვას.
შეგახსენებთ, რომ სრნა “შახტარში” 2003 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი კლუბთან 2017 წლის ზაფხულში იწურება, რის შემდეგაც მას შეუძლია თავისუფალი აგენტი გახდეს. მიმდინარე სეზონში 34 წლის ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 21 მატჩი ჩაატარა, თავი კი 1 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


