Sky Sport 24-თან ინტერვიუში სანდრო როსელი შეეხო პეპ გვარდიოლას მომავალს და გამოთქვა თავისი აზრი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ.
ინტერვიუ, რომელიც როსელმა მისცა იტალიურ არხ Sky Sport 24-ს, ბევრ ვებ-რესურსზე გამოაქვეყნეს. თემებიდან, რომელებსაც ინტერვიუ შეეხო, განსაკუთრებით გამოიყოფა პეპ გვარდიოლას მომავალი.
“პეპ გვარდიოლა “ბარსელონასთვის” ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. თავდაპირველად როგორც ფეხბურთელი, ახლა კი როგორც მწვრთნელი, მაგრამ ადამიანმა მხოლოდ თვითონ იცის საკუთარი მომავალი.”
იბრაჰიმოვიჩზე “ბარსელონას” პრეზიდენტმა შემდეგი რამ თქვა: “ვთვლი, რომ ზლატანი უკეთ გრძნობს თავს იტალიაში, ვიდრე ესპანეთში. მან ვერ შეძლო შეჩვეოდა “ბარსას” თამაშს. ვფიქრობ, რომ ის და იტალიური ფეხბურთი უფრო უხდებიან ერთმანეთს.”

როსელი: მხოლოდ გვარდიოლამ იცის თავისი მომავალი
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


