ჟილბერტოს თქმით, ნეიმარი 2 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.
“ნეიმარი ბრაზილიის საუკეთესო მოთამაშეა, მსოფლიოში კი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი აზრით, ის ახლა რონალდუსა და მესის ჩამორჩება, რადგან ევროპაში თამაში ცოტა ხნის წინ დაიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წელიწადში ნეიმარი მიიღებს თავის ტიტულს”,- განაცხადა ჟილბერტომ Brasil Global Tour-თან საუბრისას.
