სრული სახელი: იბრაჰიმ აფელაი
ნომერი: 20
დაბ. ადგილი: უტრეხტი (ჰოლანდია)
დაბ. თარიღი: 2 აპრილი 1986 წელი (24 წლის)
სიმაღლე: 180 სმ
წონა: 76 კგ
პოზიცია: ნახევარმცველი
იბრაჰიმ აფელაი დაიბადა 1986 წლის 2 აპრილს ქალაქ უტრეხტში (ქალაქი ჰოლანდიაში). მას ბავშობიდან უყვარდა ბურთის გაგორება, იგი “პსვ ეინდჰოვენის” სკოლის აღზრდილია. მან თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა “პსვ”– ში თამაშისას. იგი 17 წლის იყო, როდესაც მისი დებიუტი შედგა, პირველად თასზე პირველი გუნდის მაისურით. შემდეგ კი უკვე “ერედივიზიონში” “ტვენტეს” წინააღმდეგ.
თავის პირველ სეზონში იბრაჰიმმა 7 მატჩამდე ჩაატარა. ყოველ წელს იგი იზრდებოდა და იხვეწებოდა 2005/06 სეზონში აფელაი იშვიათად იყო გუნდის წინა პლანზე, მაგრამ უკვე ამის შემდეგ იგი გუნდის უცვლელი ფიგურა გახდა. მან თავისი პოზიციისდა მიუხედავად იცის გოლების გატანა, შარშან მან 13 გოლის გატანა შეძლო და თანაც აქვს “ერთი ჩვევა” იტანს მაშინ როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან ჭირდება. თითქმის ყველა წარმატების შემოქმედი “პსვ” ეინდჰოვენისა იყო იბრაჰიმი, რომელიც ახლა უკვე “ბარსელონას” საკუთრებაა.
ჰოლანდიის ნაკრებში მას არცთუ ისე დიდი წარმატებები აქვს. იგი წელს იმყოფებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ასეთ წარმატებაში. იგი 2007 წელს დასახელდა ჰოლანდიის ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთლად.