“ბარსელონას” მცველმა, ალეიშ ვიდალმა თავისი სამომავლო გეგმები საბოლოოდ გადაწყვიტა, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი კლუბის შეცვლას შეეცდება. ვიდალი თვლის, რომ კატალონიურ კლუბში მას სათამაშო პრაქტიკაზე იმედი არ უნდა ჰქონდეს. მან დღემდე ვერ მოიპოვა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ნდობა და თვლის, რომ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება.
ვიდალი “ბარსელონაში” 2015 წლის ზაფხულში, “სევილიადან” გადავიდა. მისი ტრანსფერი კატალონიელებს 18 მილიონი ევრო დაუჯდათ და ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ესპანეთის ჩემპიონატის 16 ტურში ვიდალმა მხოლოდ ერთი მატჩში მიიღო მონაწილეობა.
