“ბარსელონასა” და “ვალენსიას” ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ, რომელიც ამჟამად “ნიუ-იორკ სიტის” ღირსებას იცავს ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ესპანელმა ფორვარდმა თქვა, რომ “ღამურების” დატოვება და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში გადასვლა განსაკუთრებით არ სურდა.
“ვალენსიასთვის” ფული საჭირო რომ არ ყოფილიყო, “ბარსელონაში” არ გადავიდოდი.”-ციტირებს ცნობილი ესპანელი ფორვარდის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport.
ვილია კატალონიური კლუბის ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა. მისი ტრანსფერის სანაცვლოდ “ბარსელონამ” 40 მილიონი ევრო გადაიხადა. თავის დროზე მედიამ არაერთხელ დაწერა ლიონელ მესისა და დავიდის დაძაბული ურთიერთობის შესახებ, მაგრამ მოთამაშეების მიერ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
