ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ კატალონიის “ბარსელონას” ლიდერ, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის პარალელი გაავლო. “ალბისელესტეს” ყოფილ მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რომელია ზემოთ ხსენებულ ორ მოთამაშეს შორის საუკეთესო, რასაც არმანდომ ერთმნიშვნელოვნად არ უპასუხა.
“მათი შედარება რთულია. მესისა და რონალდუს შორის მცირე განსხვავებაა. ორივე მათგანს შეუძლია გამარჯვების მოპოვება. ეს ნეიმარსაც ეხება, რომელიც საკუთარი თამაშით გამოირჩევა.”-ციტირებს მარადონას სიტყვებს TuttoMercatoWeb.
