workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS: “ბარსელონა” და “გუანჩჟოუ” შეთანხმდნენ

AS: “ბარსელონა” და “გუანჩჟოუ” შეთანხმდნენ

კატალონიის “ბარსელონა” დათანხმდა ჩინური კლუბის, “გუანჩჟოუ ევერგრანდის” შემოთავაზებას თურქეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, არდა თურანის ტრანსფერის თაობაზე.

ესპანური გამოცემა AS, იტყობინება რომ ჩინეთის სუპერლიგის კლუბსა და კატალონიის “ბარსელონას” შორის შეთანხმება შედგა. 

თურქული გამოცემა Fanatik, ამტკიცებს რომ “გუანჩჟოუ” არდა თურანს 50 მილიონ ევროდ გამოისყიდის, ხოლო “ბლაუგრანა” თურქის გასაშვებად მზადაა. ჩინურ კლუბში ბრაზილიელი ფორვარდი, ჰალკი გამოდის, მთავარი მწვრთნელის პოსტს კი ლუის ფელიპე სკოლარი იკავებს.

წყარო აღნიშნავს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” ფეხბურთელს იანვარში არ გაყიდიან და მას მომავალ ზაფხულში გაუშვებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward