კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარ და სილვა აქტიურობას განაგრძობს. Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი რიგით მე-2 საქველმოქმედო მატჩს გამართავს ბოლო კვირის განმავლობაში.
ნეიმარმა გასულ პარასკევს საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახლა კი “ბარსელონას” ფორვარდი ზიკოს მოწვევას დათანხმდა. ლეგენდარული ფეხბურთელი 28 დეკემბერს, სტადიონ “მარაკანაზე” მატჩის გამართვას გეგმავს, რომელიც “შაპეკოენსეს” ფეხბურთელების, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის კარლოს ალბერტოსა და ჟურნალისტ რაულ კუადროსის ხსოვნას მიეძღვნება.



აქ წინაზე პოკერი შეასრულა 13-9 მოიგეს დაჟე ჯარიმაც გაიტანა 🙂 🙂
ცოტა ფრთხილად არ დაიტრავმოს ახლა 🙂
:დდ
მესიაჰ
გაერთოს, მა ამაზე უკეთესს ახლა რას იზამს???.
კიდე ვინები ითამაშებენ ხომ არიცით? :)))))