მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” შესაძლოა ნეიმარი ტრანსფერზე დააყენოს

“ბარსელონამ” შესაძლოა ნეიმარი ტრანსფერზე დააყენოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ნეიმარ და სილვამ შესაძლოა კატალონიის “ბარსელონა” მომავალ ზაფხულში დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Don Balon.

წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმით, რომ ფორვარდი საფეხბურთო მოედნის ფარგლებს გარეთ ძალიან აქტიურობს, რის გამოც ნეიმარი შეიძლება ტრანსფერზე დააყენონ (200 მილიონი ევრო).

მიმდინარე სეზონში 24 წლის თავდამსხმელმა “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 18 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში