workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
განახლებული ვარჯიში პუიოლის გარეშე

განახლებული ვარჯიში პუიოლის გარეშე

ოთხშაბათს “ბარსას” ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ. მოგეხსენებათ ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა იბრაჰიმ აფელაიმ, მაგრამ გუნდს კარლეს პუიოლი აკლდა. გუნდის კაპიტანს ტრავმა აწუხებს, რომელსაც სავარაუდოდ იგი 7–10 დღეში მოიშუშებს…

მცირე შესვენების შემდეგ, პეპ გვარდიოლა და მისი შეგირდები “სიუტატ ესპორტივას” კვლავ ესტუმრნენ, სადაც საშობაო არდადეგების შემდეგ გუნდმა პირველი ვარჯიში გამართა. ვარჯიშს კი გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი აკლდა. კარლესმა ტრავმა კატალონიის ნაკრებში თამაშისას, მარჯვენა ფეხზე მიიღო. შეგახსენებთ, რომ კატალონიის ნაკრებმა ჰონდურასის ეროვნული ნაკრები ანგარიშით, 4–0 გაანადგურა. კაპიტნის ტრავმის მოშუშებას დაახლოებით 10 დღე დაჭირდება.

ცუდ ამბავთან ერთად იყო კარგიც – გუნდთან ერთად ახალწვეულმა აფელაიმ, პირველი ვარჯიში გამართა. პირველი ვარჯიშისთვის იგი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.

ოთხშაბათის შეკრებას პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი დაესწრო, რომლებთანაც ერთად ლუის ენრიკეს გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა, ტიაგო ალკანტარამ ივარჯშა. ასევე ვარჯიში გამართა ხერარდ პიკემ, მაგრამ იგი გუნდთან ერთად მოედანზე ვარჯიშის დასრულებამდე არ დარჩენილა, რადგანაც მას მცირე ტრავმა აწუხებს. მილიტომ და ხეფრენმა ნორმალურად ივარჯიშეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მედიკოსებისგან თამაშზე თანხმობა ჯერ არ მიუღათ.

ვარჯიში გააცდინა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლეო მესიმ, რომელსაც პეპმა 2 იანვრამდე დასვენების უფლება მისცა. ასე, რომ თუ რაიმე საოცრება არ მოხდა, არგენტინელს “ლევანტესთან” შეხვედრაში ვერ ვიხილავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში