როგორც ყოველთვის, კატალონიის “ბარსელონასთვის” იანვრის თვე ზედმეტად დატვირთული იქნება, გუნდს სულ მცირე 6 მატჩის ჩატარება მოუწევს.
მოგეხსენებათ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” ესპანეთის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე ბილბაოს “ატლეტიკია”. იმ შემთხვევაში თუ კატალონიელები ბასკებს 2-მატჩიან ბრძოლაში დაამარცხებენ და მომდევნო ეტაპზე გავლენ, 24 დღეში 8 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ.
ეს გრძელი თვე “ბარსელონასთვის” “ატლეტიკთან” მატჩით 5 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს “ბეტისთან” შეხვედრით დასრულდება.
