“ბარსელონას” ახალწვეულმა, პაკო ალკასერმა დაადასტურა, რომ ადაპტაციასთან პრობლემები არ აქვს. ასეთი განცხადება ესპანელმა ფორვარდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. ეს სამეფო თასის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში მოხდა, “ერკულესის” წინააღმდეგ (7:0).
“უგოლო სერია ადაპტაციის პრობლემას არ წარმოადგენდა. აქამდეც მქონია მეტოქის კარის აღების შანსი, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი იდგა. არის დღეები, როცა ერთ მატჩში 3 გოლი გაგაქვს. მწვრთნელისა და თანაგუნდელების სიტყვების წყალობით, მე ხელი არ ჩავიქნიე.” – ციტირებს ალკასერის სიტყვებს Marca.

tako alkasiri :d
Chemi dzma chven nervebze tamashi ginda tu provokatorob?
ნუ ზუსტად ეგაა ვინც ჯერჯერობით შეილება მესის ამჯობინო.ახლა პელე შმლე არ დამიწყო ფეხბურთი ორ ნაწილად იყოფა პელემდე და პელეს შემდეგ უდიდესი განსხვავებააა და ფეხბურთი ვითარდება სად იყო ადრე თუნდაც ტაქტიკური ფოლები რომელიც დღეს თამაშის სასუალებას.არ აძლევს ფეხბურთელებსნ ადრე იყო უამრავი შეცდომა თამაშის დროს აფსაიტი ფაქტობრივად არ არსებობდა ტაქტიკებზე ხობსაუბარი ზედმეტია გავიდოდნენ ითამაშებდნენ ეს იყო ფეხბურთი ადრე ახლა კიდე უამრავი რაღაცაა პრესინგი აქტიური თამაშიავტობუსი ტიკიტაკა და რავიცი
ნელ-ნელა შევა ფორმაში პაკო,გოლი სჭირდებოდა გასახსნელად და ისიც გაიტანა 🙂