“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კატალონიური კლუბის ლიდერის, ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“მესის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ყველა ფეხბურთელისგან განსხვავდება. სასაცილოა, რომ ლიონელს დანარჩენ მოთამაშეებს ტიტულების რაოდენობით, ჯილდოებითა და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებით ადარებენ.
არ შემიძლია მესის რომელიმე წარსულში ან ამჟამად ცნობილი ფეხბურთელი შევადარო, უბრალოდ არ შემიძლია.
აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, თუ რამდენად დაბალი ტემპი ჰქონდა ფეხბურთს წარსულში. ამჟამად ფეხბურთელები ტექნიკურად და ფიზიკურად ბევრად უფრო უკეთესად არიან მომზადებულები. მწვრთნელები გაუმჯობესდნენ, ისინი მოთამაშეებს გაცილებით მეტ ინფორმაციას აძლევენ.
ვფიქრობ, ჩვენ ერაში მესიზე უკეთეს ფეხბურთელს ვეღარ ვიხილავთ.” – განაცხადა ენრიკემ.
