გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 27 წლის განაპირა მცველი, ალეიშ ვიდალი შესაძლოა კატალონიის “ბარსელონადან” “სუონსიში” გადავიდეს. “გედების” მთავარი მწვრთნელი, ბობ ბრედლი ხელმძღვანელობისგან კლუბის გასაძლიერებლად თანხას მიიღებს. ESPN-ს თანახმად, ამერიკელი სპეციალისტის ერთ-ერთი პრიორიტეტი ესპანელი ფეხბურთელია.
თავად მცველს “ბარსელონას” დატოვების სურვილი არ აქვს. ადრე ვიდალმა “სევილიასა” და რამდენიმე იტალიური კლუბის შემოთავაზება უარყო. ალეიშმა სახალხოდ განაცხადა, რომ კატალონიაში დარჩენასა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს. მიმდიანრე სეზონში მან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მისი კონტრაქტი “ბლაუგრანასთან” 2020 წელს იწურება.