მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “2017 წელს ყველა ტიტულის მოპოვება მსურს”

ნეიმარი: “2017 წელს ყველა ტიტულის მოპოვება მსურს”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ნეიმარ და სილვამ თავისი სურვილების შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მომავალ წელს “ბლაუგრანასთან” ერთად ყველა ტიტულის მოპოვება უნდა.

“მსურს 2017 წელს “ბარსასთან” ერთად ყველა ტიტული მოვიგო. ვფიქრობ, შეგვიძლია სამივე ტურნირში გამარჯვება.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Marca.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ, “ბარსა” 34 ქულით მე-2 ადგილზეა. ლუის ენრიკეს გუნდი მადრიდის “რეალს” 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ “სამეფო კლუბს” ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ლურჯ-ბროწეულისფრები” “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდებიან.

კატალონიურმა გუნდმა ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის საგზურის მოპოვებაც შეძლო, სადაც კატალონიელები “ბილბაოს” შეხვდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში