ახლო წარსულში მედიამ ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” განაპირა მცველი, დარიო სრნა არაერთხელ დაუკავშირა “ბარსელონას.
ლონდონის “ვესტ ჰემი” გამოცდილი ფეხბურთელისთვის იბრძოლებს. ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს სრნასთან ერთად ხორვატიის ნაკრებში უმუშავია და მან ძალიან კარგად იცის დარიოს შესაძლებლობების შესახებ.
ადრე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სრნა “ბარსელონას” ბიუჯეტის ფარგლებში არ ჯდება. ფეხბურთელისთვის “მანჩესტერ სიტიც” იბრძვის.


