მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “ვიდალის გაყიდვას არ ვაპირებთ”

ბართომეუ: “ვიდალის გაყიდვას არ ვაპირებთ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბი ალეიშ ვიდალის გაყიდვას არ აპირებს.

“ვიდალი პატივისცემას იმსახურებს. იანვარში ფეხბურთელების დაკარგვა არ გვსურს და შესაბამისად ალეიშის გაყიდვას არ ვგეგმავთ. მოისურვებს თუ არა რომელიმე მოთამაშე გუნდის დატოვებას – სხვა საკითხია. ეს პედროს შემთხვევაში მოხდა.” – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ვიდალი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში არ იღებდა სათამაშო პრაქტიკას. მიმდინარე სეზონში 27 წლის მცველმა 4 მატჩი ჩაატარა “ბარსას” რიგებში და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში