ესპანეთის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე, განმეორებით მატჩში “ერკულესს” უმასპინძლა და მეტოქე მიწასთან გაასწორა (7:0).
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა.
უხვგოლიანი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, 29 წლის თურქმა ნახევარმცველმა – არდა თურანმა მიმდინარე სეზონში რიგით მეორე ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ფეხბურთელს სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში უკვე 11 გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც კლუბში მესამე საუკეთესო მაჩვენებელია.
“ერკულესის” კარის აღება შესძლო პაკო ალკასერმა, რომელმაც “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ (30 მლნ. ევრო) პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. 23 წლის ალკასერს ამისთვის 11 შეხვედრა დასჭირდა.
სადებიუტო გოლი გაიტანა ფრანგმა მცველმა, ლუკა დინმაც, რომელმაც შეხვედრაში თავი პირველმა, რაფა ალკანტარას პასის შემდგომ გამოიჩინა. ფრანგ მცველს სადებიუტო გოლის გასატანად 16 შეხვედრა დასჭირდა.
“კამპ ნოუზე” თავის გამოჩენა ივან რაკიტიჩმა და რაფა ალკანტარამაც შესძლეს.

ეხლა უმტიტის სუარესის გომეშის და მასკერანოს ჯერია!
თავიდანვე ვამბობდი, რომ სადებიუტო გოლს ან დინი გაიტანდა ან დენისა
Turani magaria…. Eg neimaris adgilas ufro sasargebloa vidre nemo…..