კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში, “ბლაუგრანასთან” ერთად მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.
“ბარსელონასთან” ერთად ტიტულების მოგების შემდეგ, პრეს-კონფერენციებზე ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდში მყოფი საოცარი ფეხბურთელების წყალობით გავიმარჯვეთ. უდიდესი კლუბი და შესანიშნავი მოთამაშეები… ხალხი კი ამბობდა ჩემზე: “ის ძალიან თავმდაბალია”.
ახლა ხალხი ამბობს: “მან სწორედ იმიტომ მოიგო ტიტულები, რომ საოცარი მოთამაშეები ჰყავდა გუნდში”. დიახ, ეს სიმართლეა! ეს მრავალი წლის წინ ვთქვი, რაც ნორმალურია.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Squawka.
